Home  
Russian Version
 
ჩვენს შესახებ  |  სავაჭრო ცენტრი  |  კონტაქტები
   
   
   
 
საკონტაქტო ინფორმაცია      

მისამართი: თამარ მეფის გამზირი N1
ტელ: +995 (599) 136565
ელ-ფოსტა: hotelmarina@marigroup.ge

ტელ: +995 (790) 504040
           +995 (422) 255050
ელ-ფოსტა: hotelsanapiro@marigroup.ge

 
   Untitled Document
ჩვენს შესახებ

კომპანია Marigroup დღეისათვის რამდენიმე  წარმატებულ ობიექტს წარმოგიდგენთ:  

ტურისტული ცენტრი “მარინა” განლაგებული შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც უჭირავს 10.000 კვ.მ ფართობი. კომპლექსში შედის: საკუთარი დაცული პლაჟის 150 მეტრიანი მონაკვეთი, სასტუმრო 53 ნომრით, სპორტ-ბარი, კაფე, რესტორანი, საბილიარდო, 25 მეტრიანი საცურაო აუზი, საუნა, ფიტნეს კლუბი, ღია და დახურული ჩოგბურთის კორტი, ხელოვნურ საფარიანი ფეხბურთის მოედანი (80მх50მ), საკონფერენციო დარბაზი, საკუთარი ავტოსადგომი. მანძილი საერთაშორისო აეროპორტამდე და საზღვაო პორტამდე შეადგენს 3 კმ-ს.
სასტუმრო “სანაპირო” 86 ნომრით განლაგებული ქალაქ ბათუმის შემოსასვლელში უშუალოდ ზღვის პირას, რომელსაც უჭირავს 10.000 კვ.მ ფართობი. სასტუმროს გააჩნია 100 მ სიგრძის საკუთარი დაცული პლაჟი, საკონფერენციო დარბაზი, სასტუმროს რესტორანი, საცურაო აუზი, საუნა, ფიტნეს კლუბი, ხელოვნურ საფარიანი მინი ფეხბურთის სტადიონი (60მх30მ), საბავშვო და დასასვენებელი ზონა და საკუთარი ავტოსადგომები. მანძილი საერთაშორისო აეროპორტამდე 8 კმ-ია, ხოლო საზღვაო პორტამდე 3 კმ. ამავე ტერიტორიაზეა განლაგებული რესტორანი “ბენზე” 120 კაცზე, ქართული სამზარეულოთი და ქალაქის შესანიშნავი ხედით.
სარფი-თბილისის ავტომაგისტრალზე მდებარე სავაჭრო ცენტრი “ბაგრატიონი” 5000 კვ.მ ფართობით, რომელიც გამოსადეგია როგორც ვაჭრობისათვის, ასევე სასაწყობე ფართებისათვის.
30.000 კვ.მ მიწის ფართობი ბათუმი-ხულოს ტრასაზე, რომელიც გამოსადეგია სასაწყობე ფართებისათვის და დიდი გადამზიდავი ავტომანქანების ავტოსადგომისათვის. ტერიტორიას გააჩნია საკუთარი შემომავალი სალიანდაგე გზა. მანძილი ქალაქის სარკინიგზო-სატვირთო ეზომდე შეადგენს 5 კმ-ს, ხოლო სავაჭრო-სატვირთო ნავსადგურამდე 10 კმ-ს.
ქალაქის ცენტრში მდებარე პოპულარული კაფე “პრივეტ იზ ბატუმა” და საოფისე ფართი 500 კვ.მ-ის ოდენობით.
კომპანიაში გამომდინარე სეზონიდან დასაქმებულია 200-250 ადამიანი.
Marigroup საკუთარ ქსელში არსებულ ობიექტებს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით მართავს. მაღალკვალიფიციური თანამშრომლები საერთაშორისოდ მიღებული წესების დაცვით ემსახურებიან სტუმრებს.
 
ჩვენ გთავაზობთ მაღალ ხარისხს, სერვისსა და სისუფთავეს – ეს სამი დეტალი ჩვენი მუშაობის უმთავრესი პრინციპია.

Marigroup 2006
წლის5 მაისს დაფუძნდა.

დამფუძნებელი ინგა არშბა.

 
 
MariGroup © 2007
საავტორო უფლებები დაცულია
  დამზადებულია დიზაინ სტუდია
2DGroup.Net–ის მიერ
 
Russian Version Home Add to favorites Feedback English Version